პროექტის მთავარი იდეა: ბავშვები გაეცნობიან სხვა ქვეყნის საქორწინო ტრადიციებს, გაიგებენ რა მსგავსება-განსხვავებები არსებობს ქართულსა და სხვა ქვეყნების საქორწინო ტრადიციებს შორის.
პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, ინფორმაციას მოიძიებენ და მოიტანენ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს შეუწობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, თანამშრომლობის უნარ-ჩვევის, ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხების უნარ-ჩვევის განვითარებას.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სხვა ქვეყნების ტრადიციებზე, გაუჩნდეთ ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ; ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ. საკუთარი კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
მოსწავლეთა ასაკი: 17-18 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც ასევე გავაცნობთ სხვა კლასის მოსწავლეებს, რაც მათშიც გამოიწვევს დაინტერესებას მსგავსი პროექტების შესაქმნელად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადირესურსები: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ინტერნეტი, ფურცლები, სახელმძღვანელო, სურათები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I, დრო–4 დღე.
თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით.
კლასი დავყავი 2 ჯგუფად და გავანაწილე დავალებები:
პირველ ჯგუფს მივეცი დავალება, ინტერნეტიდან მოიძიონ მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნების განსხვავებული და უცნაური საქორწინო ტრადიციების შესახებ.
მეორე ჯგუფმა კი უნდა მოიძიოს სურათები ამ ინფორმაციასთან კავშირში.
აქტივობა II- დრო - 3 დღე
ბავშვებს ვთხოვ წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია, მოახდინონ მათი დახარისხება და გადარჩევა.
აქტივობა III- დრო - 2 დღე
პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა IV- დრო - 1 დღე
პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
· ასახელებს თემას;
· შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას;
· გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
· მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
· საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
· საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
· წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
· იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზიას, ინტერნეტს, მობილურს და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად; მსჯელობს ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა); განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა;
პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ქარჩილაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий