სასწავლო პროექტი


  საქორწილო ტრადიციები


WEDDING TRADITIONS

პროექტის მთვარი იდეა:  ბავშვები გაეცნობიან სხვა ქვეყნის საქორწინო ტრადიციებს, გაიგებენ რა მსგავსება-განსხვავებები არსებობს ქართულსა და სხვა ქვეყნების საქორწინო ტრადიციებს შორის.


პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, ინფორმაციას მოიძიებენ და მოიტანენ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს შეუწობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, თანამშრომლობის უნარ-ჩვევის, ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხების უნარ-ჩვევის განვითარებას.

პროექტის მიზანი:  პროექტის  მიზანია მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სხვა ქვეყნების ტრადიციებზე, გაუჩნდეთ ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ; ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური  მრავალფეროვნების მიმართ. საკუთარი კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;

მოსწავლეთა ასაკი17-18 წელი

ვადები/ხანგრძლივობა10 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც ასევე გავაცნობთ სხვა კლასის მოსწავლეებს, რაც მათშიც გამოიწვევს დაინტერესებას მსგავსი პროექტების შესაქმნელად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადირესურსები: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ინტერნეტი, ფურცლები, სახელმძღვანელო, სურათები.

პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა I, დრო–4 დღე.
თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით.
კლასი დავყავი 2 ჯგუფად და გავანაწილე დავალებები:
პირველ ჯგუფს მივეცი დავალება, ინტერნეტიდან მოიძიონ მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნების განსხვავებული და უცნაური საქორწინო ტრადიციების შესახებ.
მეორე ჯგუფმა კი უნდა მოიძიოს სურათები ამ ინფორმაციასთან კავშირში.

აქტივობა II- დრო - 3 დღე
ბავშვებს ვთხოვ წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია, მოახდინონ მათი დახარისხება და გადარჩევა.

აქტივობა III- დრო - 2 დღე
პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა IV- დრო - 1 დღე
პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

·       ასახელებს თემას;
·       შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას;
·       გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ  მიზეზებს;
·       მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
·       საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;

უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
·        საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის   გასაუმჯობესებლად.
·        წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;

უცხ.ს.VII.17.  მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
·        იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზია, ინტერნეტ, მობილურ და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად; მსჯელობს ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა); განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა;

პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ქარჩილაძე

პროექტის  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nonakarchiladze@gmail.com

პროექტის  ვებ ვერდი/ბლოგი: nonaqarchiladze.blogspot.com